“იბერკომპანი ჰოლდინგის” ენერგეტიკულ მიმართულებაზე “ბიზნესის კვირეულის” ეთერში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან დიასამიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის პორტფოლიოში როგორც ჰიდრო, ასევე მზის ენერგიის პროექტები შედის, რომლებიც ეტაპობრივად, 2026-29 წლებში ჩაერთვება ქსელში.
“ენერგეტიკა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ჰოლდინგისთვის. დღეს 7 ჰიდრო პროექტია დამუშავების პროცესში, თითოეული სხვადასხვა ფაზაში, ჯამურად 130 მეგავატამდე სიმძლავრის. ვფიქრობ, ქვეყნის ენერგოსისტემაში საკმაოდ კარგი კონტრიბუციის შეტანა შეგვიძლია. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ, არის კასლეთი 1. ეს არის შედარებით მომცრო ჰესი, 8 მეგავატის მოცულობით. ვფიქრობთ, მაისის ბოლოს საქართველოს ელექტროსისტემაში ჩაეშვება ეს ჰესი, სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს მონტაჟის პროცესი. 7 პროექტი 2026-29 წლების ფარგლებში ეტაპობრივად შევა ქსელში. გვაქვს სოლარ მიმართუელბებიც, რომლებიც 70 მეგავატის ფარგლებშია. ესეც ძალიან საინტერესოა ჯგუფისთვის”, – ამბობს ლევან დიასამიძე.
