ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი წყალობით პუტინი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს

-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს. ეს ტრამპმა ადრეც არაერთხელ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს და უარს ამბობს პირველ ეტაპზე 30-დღიან ზავზე, რომელსაც ჯერ კიდევ მარტში დასთანხმდა -ის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკების შედეგად.
29 აპრილს, ABC News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინაში ომის დაწყების გამო პასუხისმგებლობა ისევ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას დააკისრა და განაცხადა, რომ მისი აზრით, პუტინს ომის შეჩერება სურს.
დონალდ ტრამპის თქმით, მას რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაემარჯვა, პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ცალსახა პასუხი არ გასცა შეკითხვას, ენდობა თუ არა პუტინს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ბევრ ადამიანს არ ენდობა, მაგრამ ფიქრობს, რომ მას პუტინი პატივს სცემს და ამის გამო არ დაიპყრობს მთელ უკრაინას, რისი გეგმაც ჰქონდა.
აშშ ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას მიაღწიოს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო ხანს რამდენჯერმე განაცხადა, რომ თუ უახლოეს ხანში პროგრესი არ იქნება, სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელებაზე უარს იტყვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”