მარკო რუბიო – თუ კიევი და მოსკოვი პროგრესს ვერ მიაღწევენ, აშშ მოლაპარაკებებს დატოვებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებს დატოვებს, თუ ს ფედერაცია და პროგრესს არ აჩვენებენ, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სიტყვების ციტირებისას განაცხადა.
„შემიძლია გითხრათ რაღაც, რაც სახელმწიფო მდივანმა ცოტა ხნის წინ მითხრა სიტუაციის შესახებ. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი. ჩვენი შემდგომი ქმედებები ახლა პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუ პროგრესი არ იქნება, ჩვენ, როგორც მედიატორები, ამ პროცესში უკან დავიხევთ“, – აღნიშნა ტემი ბრიუსმა.
მისი თქმით, თეთრი სახლი სრული და არა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – არანაირი რეპრესიები არ ხორციელდება, ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა

ირაკლი გედენიძე – იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვითქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო