კიტ კელონგი: დონალდ ტრამპს სურს სამუდამო, ყოველისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

უკრაინაში -ის პრეზიდენტ ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელონგმა Fox News-თან ინტერვიუში ს პრეზიდენტ ს 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეას “აბსურდული” უწოდა.
“პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს] სურს სამუდამო, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა ზღვაზე, ჰაერში, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღით, გახანგრძლივების შესაძლებლობით”, – თქვა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც კრემლი იუწყება, შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გაგრძელდება.
კრემლის განცხადების მიხედვით, პუტინი უკრაინულ მხარესაც მოუწოდებს, საპასუხოდ ცეცხლი შეაჩეროს.
იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მიიღოს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, თუ რუსეთი ასევე დაეთანხმება ამ პირობებს. ეს განცხადება გაკეთდა საუდის არაბეთში, ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა განიხილეს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივები.
შეგახსენებთ, რომ ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, “შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს მოლაპარაკებებზე და მოაწეროს ხელი შეთანხმებას”.