დასავლური კომპანიების გასვლის შემდეგ, კრემლმა $1,25 მლრდ მოგება ნახა – NYT

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოახერხა, რომ რუსული ბაზრიდან დასავლური კომპანიების გასვლა „ოქროს საბადოდ“ გადაექცია. თუ კომპანიებს ს ფედერაციის დატოვება სურთ, პუტინი „მისი მთავრობისთვის, მისი ელიტებისთვის და მისი ომისთვის სასარგებლო“ პირობებს აყენებს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
გაზეთი იხსენებს, რომ 2022 წლის თებერვალში ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ასობით კომპანიამ დაიწყო რუსეთის ფედერაციიდან გასვლა. პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ეს ხელს შეუწყობდა რუსეთის ეკონომიკის „დამსხვრევას“ და ძირს გამოუთხრიდა კრემლის საბრძოლო შესაძლებლობებს.
„მაგრამ პუტინს სხვა გეგმები ჰქონდა. მან რუსეთის ფედერაციიდან მსხვილი დასავლური კომპანიების გასვლა სუპერმოგებად აქცია ერთგული რუსული ელიტისა და თავად სახელმწიფოსთვის. ის აიძულებდა კომპანიებს, რომლებსაც რუსული ბიზნესის გაყიდვა სურდათ, შემცირებული ფასი დაეწესებინათ“, – წერს გამოცემა.
NYT-ის ცნობით, დასავლურმა კომპანიებმა, რომლებმაც რუსეთის ფედერაციიდან გასვლის შესახებ გამოაცხადეს, ომის დაწყებიდან 103 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალეს.
გამოცემა წერს, რომ პუტინი რაც შეიძლება დიდ წილს ართმევს კომპანიებს და კარნახობს მათი გასვლის პირობებს. მან ასევე დააწესა მუდმივად მზარდი გადასახადები და ამით გასულ წელს 1,25 მილიარდი დოლარი შეიტანა რუსეთის სამხედრო ხაზინაში. ჰოლანდიურმა ლუდის კომპანია Heineken-მა გაზაფხულზე მყიდველი იპოვა, მაგრამ NYT წყაროების თანახმად, რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად უარყო გარიგება და რუსული აქტივები ერთგულ ადგილობრივ მწარმოებელს გადასცა. სახელმწიფო საწარმოებმა შეიძინეს ისეთი გიგანტების აქტივები, როგორიცაა IKEA და Toyota.
ამასთან, გაზეთი წერს, რომ რუსეთის ფედერაციამ სრულად ვერ აიცილა დასავლური კომპანიების წასვლის შედეგები.
„ბიზნესების მასიურმა გასვლამ მთელ მსოფლიოს მიანიშნა, რომ რუსეთი ყველასგან გარიყულია და გააძლიერა ქვეყნის იმიჯი, როგორც ბიზნესის კეთებისთვის სახიფათო ადგილი.