„ნაცების“ მწამებლური ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზეც ყველას კარგად უნდა გავაცნოთ და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ფაქტობრივი მასალა მივაწოდოთ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას, პლენარულ სხდომაზე, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა მ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს, კითხვა დაუსვა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მწამებლური ქმედებების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ასპარეზზეც ყველას უნდა მიეწოდოს და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ფაქტობრივი მასალაც გადაეგზავნოს.
„მეც, რა თქმა უნდა, ვუერთდები დამსახურებულ მადლობებს თქვენსა და კომისიის წევრების მიმართ. ძალიან რთულ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, მაგრამ მხოლოდ მადლობისთვის არ მომითხოვია სიტყვა. მაქვს კითხვა: ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რაც ხდებოდა [„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს], მიუხედავად იმისა, რომ [რადიკალები] ცდილობენ გარკვეულ ჯგუფს დაავიწყონ ის მძიმე წარსული, რაც გადაიარა ქვეყანამ, საზოგადოებამ და თითოეულმა ოჯახმა. ქართულმა საზოგადოებამ პოლიტიკური განაჩენი ყველა ს დროს სწორად გამოიტანა და მეცხრე არჩევნებია უკვე საზოგადოება „ნაცმოძრაობას“ კატეგორიულ უარს ეუბნება ხელისუფლებაში დაბრუნებასა და მართვის ბერკეტების დაუფლებაზე. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. მაინტერესებს, რა შესაძლებლობას იყენებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იცოდეს საერთაშორისო საზოგადოებამ, ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა წრეებმა? რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული საზოგადოება „ნაცებს“ უარს ეუბნება, მაგრამ გარედან მაინც ჯიუტად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების რეაბილიტაციას გვთავაზობენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც მათი მწამებლური ქმედებები კარგად უნდა გავაცნოთ, შევახსენოთ და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ფაქტობრივი მასალა მივაწოდოთ, რომ რეალურად ეს ასე იყო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სასურველია, კომისიის დასკვნა რაც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია