სალომე ზურაბიშვილი მარკ კარნის კანადის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი მარკ კარნის კანადის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, კანადის ფედერალურ არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის გამარჯვება „მისი ხედვისა და ლიდერობის მიმართ ნდობის ნათელი გამოხატულებაა“.
„წარმატებებს გისურვებთ მდგრადი და წარმატებული კანადის მშენებლობაში“, – წერს X-ზე.
შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება.