,,ჩინური ბაზარი აბსოლუტურად ღიაა ქართველი მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით ღვინის სფეროში”- ჩინეთის ელჩი საქართველოში
ჩინური ბაზარი აბსოლუტურად ღიაა ქართველი მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით ღვინის სფეროში, – განცხადება ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორთან” გააკეთა.
,,როგორც სტრატეგიული პარტნიორი ჩინური ბაზარი აბსოლუტურად ღიაა ქართველი მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით ღვინის სფეროში. ჩინეთს ღვინო მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან შემოაქვს, მაგრამ ქართული ღვინო ახალშემოსულია ჩინურ ბაზარზე. მე ვიცი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ხარისხი ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ღვინომ ჩინურ ბაზარზე იმიჯი გაიმყაროს როგორც მაღალი ხარისხის ღვინო. ამას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. თუ ქართული ღვინო ჩინეთის მომხმარებლის გონებაში სახელს დაიმკვიდრებს მაგალითად, ისეთ მიმართულებაში როგორიც არის ნახევრად ტკბილი ღვინოები, ამით უზარმაზარი პოტენციალი გაიხსნება.”- განაცხადა ჭოუ ციენმა.
ელჩის განცხადებით, საქართველოს ასევე, დიდი პოტენციალი აქვს თაფლის მიმართულებით და საჭიროა სპეციალური პოზიციების დაჭერა, რაც ჩინელი მომხმარებლებისთვის მომხიბვლელი იქნება.
,,რაც შეეხება თაფლის ექსპორტს ჩინურ ბაზარზე – აღნიშნულ მიმართულებასაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ერთი ქალაქიც, რომ აითვისოს თქვენმა თაფლმა ქართული ექსპორტი ჩინეთში ფაქტობრივად გაორმაგდება. საჭიროა სპეციალური პოზიციების დაჭერა, რაც ჩინელი მომხმარებლებისთვის მომხიბვლელი იქნება. ეს ეხება როგორც თაფლს, ისე ქართულ ღვინოს.” – აცხადებს ჭოუ ციენი.
წყარო: bp.ge
