უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქართული ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქართული ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება.
შესაბამისი ცვლილებები “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტია.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების თაობაზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა და ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი გოგოლაშვილმა მიმართეს.
საკანონმდებლო წინადადება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მისაღებად ცნო და პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შემუშავებული კანონის პროექტი წარუდგინა.
აღნიშნული კანონის მიღების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება.
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს აამაღლებს ქართული ენის ფლობისა და წიგნიერების დონეს სტუდენტებში.
“2003 წელს რევოლუციის გზით მოსულმა არაეროვნულმა ხელისუფლებამ სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანი “ქართული ენა“ გააუქმა. ეს იყო ნაწილი იმ დანაშაულებრივი ღონისძიებებისა, რომლებიც იმ ხელისუფლებამ სახელმწიფო ენის მიმართ ჩაიდინა – დახურეს ენის სახელმწიფო პალატა; გააუქმეს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია; პარლამენტში გაუქმდა სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი; დაიხურა ყველა რადიო და ტელეგადაცემა ქართული ენის შესახებ; დაიხურა ჟურნალ-გაზეთები ქართული ენის შესახებ; სკოლაში შემცირდა ქართული ენის საათები.
ქართულ ენასა და ქართულ ეროვნულ იდენტობაზე განხორციელებული მიზანმიმართული შეტევა 2012 წელს, “ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეწყდა“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა