თამარ ჩერგოლეიშვილი: ანუ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით ამხობდა კონსტიტუციურ წესრიგს და ამიტომ შეეჭრნენ ჩხრეკაზე დილის 8 საათზე…

“ანუ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით ამხობდა კონსტიტუციურ წესრიგს და ამიტომ შეეჭრნენ ჩხრეკაზე დილის 8 საათზე, ხო გესმით.
ქართული ოცნება / Georgian Dream საკუთარ რეკორდებს ხსნით ძმებო,” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ,  აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურის წამომადგენლები მასთან, გამთენიისას მივიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა „ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო