რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პრესმდივნის, რაისა ნოვიცკის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 39 მოქალაქეს უარი ეთქვა მოლდოვაში შესვლაზე, რადგან ისინი „არ აკმაყოფილებდნენ შესვლის პირობებს“. მათ შორისა მოხვდა ფირცხალავაც, რომელსაც ადგილობრივი მედია “რუს მომღერლად” მოიხსენიებს.
ფირცხალავა 24 დეკემბერს, ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ იყო ორგანიზებული. მას მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბანკებიდან მილიარდის მოპარვის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ