კანადის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი ლიბერალური პარტია ლიდერობს

კანადის ვადამდელი საპარლამენტო ს წინასწარი შედეგებით ლიდერობს მმართველი ლიბერალური პარტია, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები.
28 აპრილს ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის ლიბერალურ პარტიას 168 მანდატი აქვს.
144 მანდატი აქვს კონსერვატიულ პარტიას, რომელიც 2015 წლიდან ოპოზიციაშია.
წინასწარი შედეგებით, 23 მანდატი მოიპოვა „კვებეკის ბლოკმა“, რომელიც კვებეკის პროვინციის დამოუკიდებლობას მოითხოვს. 7 მანდატი აქვს ახალ დემოკრატიულ პარტიას.
კანადის 343-ადგილიან თემთა პალატაში უმრავლესობის ფორმირებისთვის მინიმუმ 172 მანდატია საჭირო.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მმართველ ლიბერალურ პარტიას და ქვეყნის მთავრობას მარტიდან სათავეში ჩაუდგა მარკ კარნი. მან შეცვალა ჯასტინ ტრუდო, რომელმაც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა პირადად მისი და ლიბერალების უკიდურესად დაბალი რეიტინგის ფონზე.
კანადელების განწყობა შეიცვალა -ის პრეზიდენტად ს არჩევის შემდეგ. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში უნდა იყოს, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ კი კანადისთვის საბაჟო ტარიფების დაწესება გადაწყვიტა.
კანადის სამაუწყებლო კორპორაცია CBC-ის ინფორმაციით, თუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, კანადელი კონსერვატორების რეიტინგი 44,8% იყო, ხოლო ლიბერალების – 21,9%, მარტში მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი გათანაბრდა და 37%-ს შეადგენდა.
მარკ კარნი, რომელმაც კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მარტში დაიკავა, მოქალაქეებს დაჰპირდა ვაშინგტონის ეკონომიკური პოლიტიკისა და ანექსიის საფრთხისთვის მტკიცე წინააღმდეგობის გაწევას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან