პოლიციამ ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი სისხლის სამართლის მუხლით დააკავა

პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი დააკავა.
საუბარია აჩიკო ჭუმბურიძეზე, მერაბ სარალიძეზე, გიორგი ნეფარიძესა და თენგო გველესიანზე.
ეს მუხლი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-ს განცხადებით, გუშინ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.