რუსებმა ხერსონი 88-ჯერ დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონი 88-ჯერ დაბომბეს – ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, “გრადებიდან”, ტანკებიდან, ZU-23-2-დან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან 425 ჭურვი ისროლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკუდინის თქმით, რუსული აგრესიის შედეგად, გასული დღის განმავლობაში, ხერსონში 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი.
ამასთან, ღამით რუსულმა ძალებმა ქალაქ ხერსონის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. საარტილერიო ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 87 წლის მამაკაცი და მისი 81 წლის მეუღლე დაიღუპნენ.
ამასთან, ქალაქის ცენტრალურ უბანში, ნანგრევების გაწმენდისას, მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მისი ვინაობა დგინდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა