კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის, CBC News -ის პროგნოზით, ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალური პარტია“ გაიმარჯვებს.
CBC-ის ცნობით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოიპოვებს თუ არა პარტია უმრავლესობას.
შეგახსენებთ, კანადაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. მთავარი ბრძოლა პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მმართველ „ლიბერალებსა“ და პიერ პუალიევის ოპოზიციურ „კონსერვატორებს“ შორის გაიმართა.
