სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს და ომის ახლავე დასრულების აუცილებლობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი ინფორმაციით, 28 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თხოვნით, მას და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს და ომის ახლავე დასრულების აუცილებლობას. შეერთებული შტატები სერიოზულად არის განწყობილი ამ უაზრო ომის დასრულების ხელშეწყობის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
