ზელენსკი: ცეცხლი, სულ მცირე, 30 დღით უნდა შეწყდეს, მნიშვნელოვანია სიცოცხლე, არა აღლუმები

უკრაინის პრეზიდენტმა მ პირველი კომენტარი გააკეთა ს პრეზიდენტის ს განცხადებაზე ში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ცეცხლი არ უნდა იყოს რამდენიმე დღით შეწყვეტილი, რასაც ისევ რუსეთის მხრიდან მკვლელობები მოჰყვება. ის ამბობს, რომ საჭიროა, მინიმუმ, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა.
“მანიპულაციის მორიგი მცდელობაა: რატომღაც ყველა უნდა ველოდოთ 8 მაისს და მხოლოდ მაშინ შევწყვიტოთ ცეცხლი, რათა უზრუნველვყოთ “სამყაროს ცენტრისთვის” სიმშვიდე, რომ ჩაატაროს აღლუმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე და არა აღლუმები. ზუსტად ამიტომ, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს 8 მაისამდე ლოდინის მიზეზი.
ცეცხლი რამდენიმე დღით არ უნდა შეწყდეს, რათა მერე ისევ მკვლელობა დაიწყოს. დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა – სულ მცირე, 30 დღით რომ იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, ეს არის ის, რაც რეალური დიპლომატიის საფუძველია. […] მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად ვითანამშრომლოთ ყველა პარტნიორთან, ვისაც შეუძლია მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების გარანტიებში დახმარება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც კრემლი იუწყება, შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გაგრძელდება.
კრემლის განცხადების მიხედვით, პუტინი უკრაინულ მხარესაც მოუწოდებს, საპასუხოდ ცეცხლი შეაჩეროს.
იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მიიღოს -ის მიერ შემოთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, თუ რუსეთი ასევე დაეთანხმება ამ პირობებს. ეს განცხადება გაკეთდა საუდის არაბეთში, ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა განიხილეს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივები.
შეგახსენებთ, რომ ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, “შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს მოლაპარაკებებზე და მოაწეროს ხელი შეთანხმებას”.