“თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს “ნაპოლი” იყო”- რა თქვა მაცარიმ “რომასთან” მატჩის შემდეგ

სერია A-ს მე-17 ტურში “რომამ” “ნაპოლის” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, “ნაპოლი” ამ შეხვედრაში გამარჯვებას იმსახურებდა.
“ბურთს ვფლობდით, კარგი მომენტები გვქონდა, ერთადერთი გუნდი, რომელიც მოგებას იმსახურებდა “ნაპოლი” იყო, ჩვენ ბევრად მეტი გავაკეთეთ, ვიდრე მეტოქემ”, – განაცხადა მაცარიმ.
„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში