უხეშობა კვარაცხელიაზე და დიალოგი მოურინიოსთან – “რომასა” და “ნაპოლის” პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ბოვეს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ ბელოტი რაჰმანის გაექცა, პასი ბოვეს გაუკეთა და მას ორიოდ მეტრიდან მეკარე მერეტმა არ გაატანინა. რომაელები მეტოქეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და კვარაცხელიას და ოსიმენს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. ხვიჩა დაცვასაც ეხმარებოდა და მასთან ბურთზე ბრძოლაში უხეშობისთვის კრისტენსენმა ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ხვიჩას წაქცევისთვის მსაჯმა მცველი არ გააფრთხილა, საჯარიმოში პარედესმა ოსიმენს
ხელი სახეში მოარტყა, ცოტა ხანში ქართველი კრისტანტემ ყვითელი ბარათი ქართველთან უხეშობისათვის მიიღო და მასსა და მოურინიოს შორის დიალოგიც გაიმართა, პირველი ტაიმი კი 0:0 დასრულდა.
მაცარი ჭ კლასის მწვრთნელია, შთაბეჭდილება მრჩება რომ ჩუმად არის ფეხბურთში შემოპარული და ჯერაც ვერ გაურკვევია რა უნდა. არა კომბინაცია, არა ტაქტიკა, ბალაგანია რა ნაპოლი