“ბიძინა ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ, არც გარეთ, არც შიგნით. ერთი, ჩვენ ვიცით, უშველებელი სია, ჩამონათალი იმ კეთილი საქმეებისა, რაც მან სახელმწიფოს, საქართველოს, თავის ქვეყანას გაუკეთა როგორც პატრიოტმა, შეძლებულმა ადამიანმა. თუ რატომ არ იძებნება Bloomberg-ის სიაში, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს. […] სანქციების შედეგი როგორ უნდა იყოს… მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით მსჯელობს და რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს Bloomberg-ის ეს ჩამონათვალი.
[…] ძალიან სამწუხაროა, თუკი მან საკუთარი რესურსების გარკვეული ნაწილი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უნდა მოხმარებოდა, დაკარგა ამ უტიფარი სანქციების გამო, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოა მის მიმართ” – ამბობს ივანიშვილის დეპუტატი გია ვოლსკი.
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.