დაიღუპა მეორე პირიც, რომელიც დღეს გორში დაჭრეს

დაიღუპა მეორე პირიც, რომელიც დღეს, 28 აპრილს, გორში დაჭრეს.
დაჭრილი კლინიკა „გორიმედში“ იყო გადაყვანილი. ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ ნეტგაზეთს კლინიკაში დაუდასტურეს.
„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დღეს, დილით, დაახლოებით 10 საათზე, გორში, მამა-შვილს ესროლეს. შვილი ადგილზე დაიღუპა, მამა კი – საავადმყოფოში.შემთხვევა სავაჭრო ცენტრ ,,გალერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული და მოკლული „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.