ლელა ჯეჯელავა: ასეთი “სუვერენულები” მართლა არასდროს ვყოფილვართ

“ასეთი “სუვერენულები” მართლა არასდროს ვყოფილვართ. როდესაც ყველა ცდილობს ახალ საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებისას საკუთარი ადგილისთვის და ფუნქციისთვის იბრძოლოს, დაასაბუთოს საკუთარი მნიშვნელობა ამა თუ იმ გეოპოლიტიკური კონფიგურაციის შემთხვევაში, საქართველო არაფერში მონაწილეობს. მის ადგილზე და როლზე შეთანხმდებიან სხვები, როცა ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევას დაასრულებენ. ასეთია ფასი ქართული ოცნების ” მშვიდობის ” და სუვერენიტეტის”. მადლობა ბატ. ბიძინას, მაგრამ ჩვენ სხვა წარმოდგენა გვაქვს ” სუვერენიტეტზე” . 😊 ქართველი ხალხი და საბედნიეროდ, ჩვენი პარტნიორები არ თვლიან, რომ საქართველო ვინმეს კერძო კორპორაციაა და მას ისე მოექცევა, როგორც კერძო საკუთრებას, უნდა ჩინეთში გადაიტანს სათაო ოფისს, უნდა რუსეთში და უნდა ტერორისტებთან გადაიღებს ფოტოებს. სუვერენიტეტის ხარისხს სწორედ ქვეყნის ადგილი და ფუნქცია განსაზღვრავს საერთაშორისო დღის წესრიგში და ამისთვის მარტო გეოგრაფია არ არის საკმარისი პირობა რამე რომ იყოს!!” –  წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.

ცნობისათვის:

„ჩვენ ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში გვიწევდა. რაღაც დონეზე, დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. ამას ბუნებრივია, დრო დასჭირდა.
დღეს, ჩვენ იმის საშუალება გვაქვს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ბოლომდე დავამტკიცოთ. ჩვენ აქამდე წლიდან წლამდე მივდიოდით. დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. 9 წლის განმავლობაში ქვეყანას უცხოური აგენტურა მართავდა. დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.“ – განაცხადა ირაკლი მ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.