რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის და რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება

სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მისი ოფიციალური შეტყობინებიდან გაურკვეველია, ვისი ინიციატივა იყო სატელეფონო საუბარი, რომელიც 27 აპრილს გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ძირითადი ყურადღება დაეთმო „უკრაინის კრიზისის თემატიკას“.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს შორის 25 აპრილს შემდგარი საუბრის განვითარების კონტექსტში ლავროვმა და რუბიომ ხაზი გაუსვეს „ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობისკენ საიმედო გზის შესათანხმებლად მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობების კონსოლიდაციის მნიშვნელობას“.
მოსკოვში, პუტინის და უიტკოფის შეხვედრის შემდეგ კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე.
27 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გამოუქვეყნებია ცნობა მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის შესახებ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 27 აპრილს, ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება სწრაფად უნდა გაფორმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონმა შესაძლოა, მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი თქვას. მარკო რუბიოს თანახმად, ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 აპრილს განაცხადა, რომ ცდილობს შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები მოატყუოს და ომი ისევ გააჭიანუროს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, სროლა შეწყვიტოს და შეთანხმება გააფორმოს. ტრამპის თქმით, გასული კვირის ბოლოს ვატიკანში, ზელენსკისთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ცისკარიშვილი: ამ არალეგიტიმურებთან რა გვაქვს სადებატო მაშინ, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი უზით ციხეში. ეს ხალხიც გამოვიდეს, ნორმალურ რელსებზე დაბრუნდეს ქვეყანა და მერე იყოს ეს პოლიტიკური რინგი