ჩაკვეტაძის შეცვლაზე შესვლის შემდეგ “უოტფორდმა” “ბლექბერნთან” თამაში შემოატრიალა

ჩემპიონშიფის 23-ე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე „ბლექბერნი“ 2:1 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ამის შემდეგ მისი გუნდი ინიციატივას დაეუფლა, ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
ჩაკვეტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Sofascore 6.5, Flashscore 6.3, whoscored 6.2.
„უოტფორდმა” გასვლაზე ზედიზედ მესამედ იმარჯვა, 34 ქულით უკვე მეშვიდე ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 2 ქულა აშორებს და შემდეგ ორ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, 26 დეკემბერს „ბრისტოლთან“ და 29 დეკემბერს “სტოკთან”.
ბლექბერნი – უოტფორდი 1:2

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში