პროდუქციაზე ფასების დაახლოებით 30%-ით ზრდა მოგვიწია – „სკამი“

„პროდუქციაზე ფასების დაახლოებით 30%-ით ზრდა მოგვიწია,“- ამის შესახებ BMG-სთან ავეჯის მწარმოებელი ბრენდის „სკამის“ დამფუძნებელმა, ირაკლი წიღვავამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გაძვირების განმაპირობებელი ფაქტორი, ნედლეულზე გაზრდილი ფასები გახდა.
„ჩვენი პროდუქცია იმპორტირებული ნედლეულისგან მზადდება, თუმცა კონკრეტული ქვეყანა არ გვაქვს გამოყოფილი. ეს შეიძლება იყოს, თურქეთი, პოლონეთი, ბელორუსი ან სხვა.
რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციას, ჩვენ მათგან რამდენიმე ფაქტორი გამოგვარჩევს. მათ შორისაა, ის ფაქტი, რომ ქართულ, ხარისხიან ნაწარმს ვაწარმოებთ. სამწუხაროდ, ქართული პროდუქციის ხარისხზე კითხვის ნიშნები არსებობდა და ახლა ხედავენ, რომ ქართული პროდუქცია ხარისხს აკმაყოფილებს, რაც ძალიან უხარიათ.
გარდა ამისა, განსხვავებული სტილი გვაქვს, რაც მიმზიდველია მომხმარებლებისთვის. ასევე ფასიც, რომლითაც იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვუწევთ.
ჩვენს კომპანიაში დაახლოებით 35-მდე ადამიანია დასაქმებული,“- აცხადებს წიღვავა.
როგორც ს დამფუძნებელი აცხადებს, სამომავლოდ კომპანიაში მარკეტინგულად გააქტიურება და ERP (მძლავრი პროგრამა, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, მოახდინოს ყველა მნიშვნელოვანი პროცესის ავტომატიზაცია. ) სისტემის დანერგვა იგეგმება. ამ მიმართულებით, მოკვლევა მომავალი წლიდან დაიწყება, რის შემდეგაც ახალი სისტემის დანერგვა მოხდება.
ინფორმაციისთვის, ავეჯის საწარმო „სკამი“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მათი ნიშური პროდუქცია სკამი და მაგიდაა. გარდა ამისა, კომპანიას საკონსულტაციო სერვისიც აქვს, რომელიც მომხმარებლების ინფორმირებას და ავეჯის შერჩევაში დახმარებას გულისხმობს. საწარმო ავჭალის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო საგამოფენო სივრცე თბილისში, ლისზე აქვს წარმოდგენილი. ასევე ბათუმსა და ოზურგეთში პარტნიორ სალონებთან, ექსკლუზიური წარმომადგენლობა აქვთ.