მედია: ხარებას სპეცრაზმელები მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ – სისტემის კიდევ ერთი კრახი

“ხარებას” სპეცრაზმელებს მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ. “შაბათის ეთერმა” გაარკვია, რომ 27 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობას სამი სპეცრაზმელი შეესწრო, მაგრამ სამეულმა დამნაშავეს ხელი დააფარა და პოლიციაში არ დარეკა. გამქრალია ის დანაც, რომელიც ვის ეკუთვნოდა, გამოძიებამ პასუხი არ გასცა.

  • “შაბათის ეთერმა” სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა – 9 წუთიან უწყვეტ  ვიდეოში ჩანს,  ის სამი სპეცრაზმელიც  ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს.
  • უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს გელა ქავთარაძესაც, (მოკლული ბიჭის მამა) 62 წლის კაცს დანა 4-ჯერ ჩაარტყეს. 
  • ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, ისინი შეიარაღებული თავდასხმის დროს გამშველებლები იყვნენ. 

მოკლულის დედა ამტკიცებს, რომ მკვლელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით გაანადგურა დანაშაულის იარაღი.

საგამოძიებო რეპორტაჟის ნახვის შემდეგ პოლიტიკოსები შერჩევით სამართალსა და მტკიცებულებების სავარაუდო გაყალბებაზე ალაპარაკდნენ. ირკვევა, რომ 27 წლის ბიჭის მკვლელობით და კიდევ სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ მეორე დღესვე მხოლოდ ერთი პირი, სპეცრაზმელის, თორნიკე გოგიძის ძმა, დავით გოგიძე დააკავა.

შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული საქმის მასალების ნახვის შემდეგ პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქმეს ერთადერთი ბრალდებული არ ჰყავს, თუმცა აქციების დამრბევ სპეცრაზმელებს ხელს ვერავინ ახლებს.

რცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ