კახა კახიშვილი: ვიღაცას ოჯახი ეტყვის, რომ “კარგი შენ კიდე, რა გინდა? ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ ქართულ ოცნებას, მოდი წამოდი აქედან”

ჩემი აზრით, დრო არის და დაგვიანებულიცაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, ამ კუთხით ცოტა იაქტიუროს. იმ ადამიანების, რომლებიც უაზროდ არიან დასანქცირებული, კონსოლიდაცია მოახდინოს. კარგი იურისტების მეშვეობით, კარგი სარჩელები მოამზადონ. მოიარონ ეროვნული სასამართლოები და მერე აუცილებლად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართონ, თორემ ეს ასე გაგრძელდება და ზუსტად ამ მიზნის მიღწევა სურთ.

ნახეთ რას აკეთებენ. ერთის მხრივ, ხელისუფლებას პინგპონგის რეჟიმში ელაპარაკებიან, მეორეს მხრივ ასანქცირებენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაღაც ბერკეტები აქვს წესრიგის დამყარების, ეკონომიკის შექმნის და ა.შ. რატომ აკეთებენ ამას? რათა სიტუაცია შიგნიდან გასკდეს.

დავუშვათ, ვიღაცას აქვს მყარი ნერვები და ამას გაუძლებს, საჯარო მოხელეებზე ვსაუბრობ, ხოლო ვიღაცას ოჯახი ეტყვის, რომ ‘კარგი შენ კიდე, რა გინდა? ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ ქართულ ოცნებას, მოდი წამოდი აქედან'. ეს ასეთი პროცესი იქნება და შიგნიდან უნდათ, რომ მტრები გახეთქონ და რატომ აცლიან ამას? რატომ აძლევენ ამის საშუალებას?

თქვა ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, კახა კახიშვილმა გადაცემა “უცნობის კიდობანში“. კახიშვილი ქართული ოცნების 2024 წლის არჩევნების საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ