ვანკუვერში, კულტურულ ფესტივალზე მანქანა ხალხში შევარდა – დაიღუპა 9 ადამიანი

9 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა კანადაში, ვანკუვერში ფესტივალზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად.
კულტურულ ფესტივალზე, რომელიც 26-27 აპრილს ჩატარდა, ხალხით სავსე მასაში ავტომობილი შევარდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მანქანა გაურკვეველი მოძრაობებით მიიწევდა ხალხის მასისკენ და ასე გაიარა მთელი კვარტალი. მძღოლმა გაქცევა სცადა, მაგრამ ადგილზე მყოფებმა ის პოლიციის მოსვლამდე შეაკავეს. როგორ ისინი ჰყვებიან, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მოუწიათ ბრალდებულის გაკავება იქამდე, სანამ პოლიცია მივიდოდა.
კანადის პოლიცია მომხდარის მოტივსა და სხვა დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა, ისინი ამ ეტაპზევე გამორიცხავენ ტერორიზმს. დაკავებული 30 წლამდე მამაკაცია და ის ვანკუვერის მკვიდრია.
მომხდარს გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე, ჩარლზ მე-3.
“მე და ჩემი ცოლი ძალიან დამწუხრებულები ვართ მას შემდეგ, რაც გავიგეთ ვანკუვერში მომხდარი თავდასხმისა და ტრაგედიის შესახებ, რომელიც მოხდა ფესტივალზე, სადაც ფილიპუნკური საზოგადოება გაერთიანდა მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად”, – ვკითხულობთ მერე ჩარლზ მე-3-ის ოფიციალურ განცხადებაში.
27 აპრილს კანადაში ფილიპინების ეროვნული გმირის, დატუ ლაპუ-ლაპუს დღე აღინიშნება. ტრადიციული ფესტივალი სწორედ ფილიპინური კულტურული დღესასწაულია. ფილიპინელთა დიასპორა კანადაში ერთ-ერთი ყველა დიდი კულტურული ჯგუფია.