კანადის ქალაქ ვანკუვერის პოლიციის ინფორმაციით, ქუჩის ფესტივალზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, კანადის ქალაქ ვანკუვერში ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა. ცნობილია, რომ ავტომობილის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი, დაკავებულია. ვანკუვერის პოლიციის განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ ინციდენტი ტერორისტული აქტი არ იყო.
