ანდრიუს კუბილიუსი – შიშობს, რომ ნატო უკრაინას მისი მომავალი აგრესიისგან დაიცავს

მოთხოვნა, „არავითარი ნატო უკრაინისთვის“, რუსეთს მომავალი აგრესიის დაგეგმვას უადვილებს, – ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, შიშობს, რომ ნატო უკრაინას რუსეთის მომავალი აგრესიისგან დაიცავს.
„რუსეთი ითხოვს: არავითარი ნატო უკრაინისთვის. არა იმიტომ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს შეტევის შიში აქვთ, არამედ იმიტომ, რომ შიშობენ, რომ ნატო უკრაინას რუსეთის მომავალი აგრესიისგან დაიცავს. არავითარი ნატო უკრაინისთვის რუსეთს მომავალი აგრესიის დაგეგმვას უადვილებს“, – აცხადებს კუბილიუსი.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას