ტურიზმიდან შემოსავლები 2.3%-ით გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან დაფიქსირდა ზრდა?

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი 807.7 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის თანახმად, მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან და საუდის არაბეთიდან, ასევე ისრაელიდან. რაც შეეხება რუსეთს, ამ შემთხვევაში ტურიზმიდან შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში ასე ნაწილდება:
– 141.8 მლნ დოლარი (წლიური კლება – 17.17%)
– 114.2 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 73.84%)
ევროკავშირი – 103.2 მლნ აშშ დოლარი (წლიური კლება – 4.71%)
აზერბაიჯანი – 48.6 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 19.7%)
– 33.7 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 1.81%)
სომხეთი – 28.2 მლნ აშშ დოლარი (წლიური კლება – 9.9%)
ირანი – 27.2 მლნ აშშ დოლარი (წლიური კლება – 7.8%)
ბელარუსი – 15.9 მლნ აშშ დოლარი (წლიური კლება – 4.22%)
– 8.7 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 11.54%)
დანარჩენი ქვეყნები – 197.4 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 6.01%)

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?