კვერნაძემ “იუვესთან” ითამაშა – “ფროზინონე” ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

თასზე „ნაპოლის“ განადგურების (4:0) შემდეგ „ფროზინონე“ სერია A-ს მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
პირველ ტაიმში თავის სადებიუტო მატჩში სტუმრები 18 წლის ილდიზმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ ბაესმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 81-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა ტურატის კარი დალაშქრა და “იუვე” წინ გაიყვანა, მერე მისი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და შეხვედრა 1:2 დასრულდა.
“იუვე” ჩემპიონატზე ბოლო 12 მატჩში დაუმარცხებელია – 9 მოგება და 3 ფრე.
„იუვენტუსი“ 40 ქულით მეორე ადგილზეა და 30 დეკემბერს
„რომას“ უმასპინძლებს, ხოლო „ფროზინონე“ 19 ქულით მეთოთხმეტე პოზიციაზეა და 29 დეკემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე – იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 ილდიზი (12), 1:1 ბაესი (51), 1:2 ვლაჰოვიჩი (81)