მედია: “ოცნების” რღვევა – რა ხდება ოლიგარქის პარტიაში?! (ვიდეო)

სად იყო , როცა ღარიბაშვილი წასვლაზე განცხადებას აკეთებდა – 25 აპრილის დილას, ივანიშვილის პრემიერი ინფრასტრუქტურის  სამინისტროში იმყოფებოდა.  კობახიძე ღარიბაშვილის გაცილებას ფორმალურადაც კი არ დასწრებია. კობახიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში ისე მივიდა, რომ არც ერთი ჟურნალისტი არ დაუპატიჟებია. ღონისძიება ისე დაიწყო და ისე დაასრულა, რომ “ქართული ოცნებიდან” ერთმანეთის მიყოლებით წასულ ხალხზე არაფერი უთქვამს.

ოპოზიციის შეფასებით, ღარიბაშვილისთვის წასვლა ახლა ხსნა იყო – მიდის დიდი ფულით, საკუთარი ტყით ბაკურიანში, მიდის მამის სახელზე გაფორმებული ბიზნესით, მიდის ისე, რომ მის ამ კაპიტალს საფრთხეც არ ემუქრება რადგან, ივანიშვილისგან, კალაძისგან, კობახიძისგან და გომელაურისგან განსხდებით, ის სანქციების სიაში არ არის.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დეკემბერში თქვა, რომ პარტიიდან მიდიოდა, მაშინ უთხრეს, რომ ვერ წავიდოდა, რადგან ხალხისთვის მოწყობილი სისხლიანი ნოემბრის შემდეგ, მისი გადადგომა “ოცნებისთვის” დარტყმა იქნებოდა. პარტიის თავმჯდომარე ჩვენი ინფორმაციით,  არ დადიოდა პარტიის ოფისში და არ ეკონტაქტებოდა არც დარჩენილებს.

“ქართული ოცნებიდან” წასულები უმისამართოდ მიდიან. ჯერ არავინ იციან, სად გააგრძელებენ მუშაობას.  მაგალითად, ირაკლი ქარსელაძე დიდი ფულის მქონე სამინისტროს 5 წელი ხელმძღვანელობდა. ახალ მინისტრად კახი კალაძის სანდო კადრი – რევაზ სოხაძე დანიშნეს.

ბოლო პერიოდში თანამდებობებზე დანიშნული პირებიდან ყველა კობახიძის კადრი იყო. რევაზ  სოხაძე კალაძის ფლანგიდანაა, თუმცა ის წლების განმავლობაში “ოცნების” მეგობარი ბიზნესმენის ნოშრევან ნამორაძის კომპანიაში მუშაობდა, ამიტომ შესაძლოა, კალაძესთან ერთად სხვა ლობისტებიც ჰყავდა.

რა ხდება ივანიშვილის თავს, რატომ უყოფს ძალაუფლებას კობახიძეს? –  საკუთარი სურვილით აკეთებს ამას თუ იძულებულია ასე მოიქცეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ივანიშვილი კრემლისგან მითითებული ინსტრუქციის მოქმედებს. მეორე ვერსიით, ივანიშვილის გეგმის ნაწილია ქართუს კადრები ჯერჯერობით კულისებში გადაიყვანოს, შავი საქმე კობახიძეს აკეთებინოს და შემდეგ მას შეაწმინდოს მთელი სიბინძურე. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეს ივანიშვილის ჩვეული სტილია.

“შაბათის ეთერის”  ინფორმაციით, წასვლა დიდი ხანია უნდა ვახტანგ გომელაურსაც, ის ნებართვას ელოდება. წმენდა “ქართლ ოცნებაში” სავარაუდოდ მომავალ კვირასაც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება