საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა პროკურატურასთან გადაინაცვლეს

მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “ბოლომდე”, “საქართველოს გაუმარჯოს”, “ხმაური”
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
ასევე, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც, რომლებსაც უწყების შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს