ქეთი მელუას პატარა ვაჟი იუბილარია. სანდრო ერთი წლის გახდა. ამის შესახებ ქეთი თავად წერს ფეისბუქზე.
“კვირას ამ პატარა “მანჩკინის” პირველი დაბადების დღე ვიზეიმეთ. აბსოლუტურად ყველაფრის მადლობლები ვართ.”
ქეთიმ სანდრო ივლისში საქართველოში, სიონის საკათედრო ტაძარში მონათლა. ნათლობა სიონის ტაძრის მოძღვარმა, მამა არჩილ ავანაშვილმა ჩაატარა.
სანდროს ნათლია გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი – თეონა ცირამუაა. აი, რას წერდა ის ფეისბუქზე:
„ძალიან დიდი მადლობა, რომ შენი სანდროს ნათლიად ამირჩიე… ჩემთვის უდიდესი პატივი, სიხარული და პასუხისმგებლობაა, ვიყო უკვე შენი ოჯახის წევრი და მქონდეს ნათლიის სტატუსი… ვეცდები, სათანადო წვლილი შევიტანო უკვე ჩემი სანდროს კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში… მუდამ ერთად”.
ქეთი მზრუნველი დედაა; აქტიური კარიერის პარალელურად, ჩვილს ძუძუთი კვებავდა და მასთან დროის დიდ ნაწილს ატარებს… ასაკიც შესაბამისი აქვს; ავტორ-შემსრულებელი 39 წლისაა, ასაკი, როცა უკვე გააზრებულად ირგებ დედის ამპლუას.
მრავალშვილიანი ოჯახი გურიიდან, რომელსაც ქეთი მელუამ სახლი უყიდა – “მინდოდა, ქეთისთვის საჯაროდ გადამეხადა მადლობა