რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

ათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით მსოფლიო ლიდერი, ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად იკრიბება.
პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ. დაკრძალვის წირვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) ღია ცის ქვეშ დაიწყება და, სავარაუდოდ, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.
წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ. ამის შემდეგ შემდეგ ცხრადღიანი გლოვის პერიოდი დაიწყება.
ს ცნობით, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დასვენებული პაპის პატივსაცემად სამი დღის განმავლობაში 250 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა.
პაპის დაკრძალვაზე დასასწრებად რომში ჩავიდნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის სერ კირ სტარმერი, და . ცერემონიას ასევე დაესწრებიან, პრინცი უილიამი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია, შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და დედოფალი სილვია, ნორვეგიის მემკვიდრე პრინცი ჰააკონი და მემკვიდრე პრინცესა მეტე-მარიტი, ბელგიის მეფე ფილიპი და დედოფალი მატილდა, ევროკომისიის პრეზიდენტი , გაეროს გენერალური მდივანი , იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, არგენტინის პრეზიდენტი , უკრაინის პრეზიდენტი , პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, ლატვიის პრეზიდენტი , მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და სხვა ლიდერები.
შეგახსენებთ, ფრანცისკე 88 წლის ასაკში ორშაბათს გარდაიცვალა.
წყარო: ipn.ge