დონალდ ტრამპი – უკრაინა და რუსეთი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან – მხარეები ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდნენ

კარგი დღე იყო რუსეთთან და სთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის. ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ორივე მხარე ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს, რათა დაასრულონ ეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინის შესახებ შეთანხმების ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია.
“ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია. შეწყვიტეთ სისხლისღვრა ახლავე. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რათა ხელი შევუწყოთ ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას!”, – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგაც კრემლმა განაცხადა, რომ მათ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ