The New York Times – პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის

პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის.
ამის შესახებ გამოცემა The New York Times ამერიკელ და საერთაშორისო მაღალჩინოსნებზე, ასევე კრემლთან ახლოს მყოფი ორ რუს ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ერთი წლით ადრე, 2022 წლის შემოდგომაზე, უკვე ჰქონდა მცდელობები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებულიყო. მაშინ აღნიშნული განზრახვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში რუსული არმია გაანადგურა.
გამოცემის წყაროების თქმით, პუტინი მაშინ სიგნალებს აგზავნიდა, რომ კმაყოფილი იყო დაპყრობილი ტერიტორიებით და მზად იყო მშვიდობისთვის.
წყაროების თქმით, ახლა, მიუხედავად საჯარო რიტორიკისა, რომელშიც პუტინი იმეორებს, რომ ომის მიზნები არ შეცვლილა, პირად საუბრებში ის საკუთარ სურვილს გამოთქვამს „გამარჯვება გამოვაცხადოთ და გავიაროთ.” გამოცემის წყაროების თანახმად, დასავლელი ოფიციალური პირები როგორც მინიმუმ სექტემბრიდან იღებენ ახალ სიგნალებს იმის შესახებ, რომ პუტინის ცეცხლის შეწყვეტით არის დაინტერესებული. აღნიშნული სიგნალები სხვადასხვა წყაროებიდან მოდის, მათ შორის, უცხოური მთავრობებისგან, რომლებსაც კავშირები აქვთ როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე რუსეთთან.
„ისინი [რუსები] ამბობენ: „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ”… იქ დარჩენა სურთ, სადაც ახლა არიან ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ერთ-ერთმა საერთაშორისო მაღალჩინოსანმა.
ამავდროულად, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს შეცდომაში შეყვანის კრემლის ჩვეული მცდელობა შეიძლება იყოს, და კომპრომისისთვის პუტინის რეალურ მზაობას არ გამოხატავს. ყოფილი რუსი მაღალჩინოსნები კი აღნიშნავენ, რომ სრულიად შესაძლებელია პუტინმა კვლავ შეიცვალოს თავისი დამოკიდებულება, თუ რუს სამხედროებს პროგრესი ექნებათ.