ვიქტორ ორბანის თქმით, მას ხშირად ურეკავს ტელეფონით და ეკითხება, თუ როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს

უნგრული მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ -ს პრეზიდენტი მას ხშირად ურეკავს ტელეფონით და ეკითხება, თუ როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს.
მან განმარტა, რომ უნგრეთი ევროკავშირს მაშინ დატოვებს, როცა გარეთ ყოფნა უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე – შიგნით
ორბანის თქმით, მან -ს პრეზიდენტს გაუზიარა, რომ უნგრეთი პროდუქციის 85%-ს ევროკავშირის შიგნით ყიდის და მაშასადამე, ევროკავშირის დატოვება ქვეყნისთვის ამად არ ღირს
ხოლო აუდიტორიიდან დასმულ კითხვაზე მან უპასუხა, რომ ევროკავშირთან მიმართებით ასეთი სახის გადაწყვეტილება მხოლოდ წინდახედული მსჯელობის შემდეგ შეიძლება იყოს მიღებული
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი ის ევროკავშირის დატოვებას გადაწყვეტს, მას უბრალოდ ინიციატივის გამოჩენა დასჭირდება, თუმცა უნგრეთის პრემიერის თქმით, საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”