ჯო უილსონი: ამერიკის მოძულე “ქართული კოშმარის” რეჟიმმა სიგიჟის ახალ დონეს მიაღწია… “ოცნება” ვაშინგტონში შეხვედრებს ითხოვს, საკმარისია უკვე!

“ამერიკის მოძულე “ქართული კოშმარის” რეჟიმმა სიგიჟის ახალ დონეს მიაღწია” – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა “თალიბანს” ქვეყნის საზღვარი გაუხსნა, ანაკლიის პორტი ჩინეთს მიჰყიდა და ტრამპი “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად გამოაცხადა.

“ამასობაში, ისინი ვაშინგტონში შეხვედრებს ითხოვენ. საკმარისია უკვე” – წერს უილსონი.

ამერიკის მოძულე “ქართული კოშმარის” რეჟიმმა სიგიჟის ახალ დონეს მიაღწია და საქართველოს საზღვარი “თალიბანს” გაუხსნა მას შემდეგ, რაც მისი ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა და აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი “დიფ სთეითის” ინსტრუმენტია. ამასობაში, ისინი ვაშინგტონში შეხვედრებს ითხოვენ. საკმარისია უკვე. სანქციები და ახალი . #მეგობარი”. – წერს ჯო უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში