“ღარიბაშვილზე ბედნიერი ადამიანი დღეს საქართველოში არა მგონია ვინმე იყოს” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
სამჯერ ვუყურე ბრიფინგს… ღარიბაშვილზე ბედნიერი ადამიანი დღეს საქართველოში არა მგონია ვინმე იყოს. ახლა ისაა საკითხავი, ამ დემონსტრაციულ ვერ ატანას თუ ზიზღს საჯაროდ უპასუხებს – ექსპრემიერის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებით ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრით რომელიმე თემაზე, ტყეს ჩამოართმევს, რომელიც მეუღლეს აჩუქა თუ სხვა ქონებას?.. ნუ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ძველბიჭური გარჩევაც მოუწყონ ღარიბაშვილს და იმედია, ისევ იმავე მხარს არ ამოუგდებენ…