რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო ს გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

რუმინეთის საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო ს შედეგების გაბათილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.
კერძოდ, ქალაქ პლოიეშტის საოლქო სააპელაციო სასამართლომ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 დღით ადრე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაბათილების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა იქნას გაბათილებული.
ცნობისთვის, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება რუმინეთში 4 მაისს (პირველი რაუნდი) და 18 მაისს (მეორე რაუნდი) იგეგმება.
რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ აღნიშნა, რომ ქალაქ პლოიეშტის საოლქო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს ხელახალ ორრაუნდიან არჩევნებზე, ხოლო იურიდიული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოოა.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა