ვოლოდიმირ ზელენსკი – ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინაში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმზე კონტროლის იარაღით დასაბრუნებლად

უკრაინას საკმარისი იარაღი არ აქვს ს დასაბრუნებლად, მაგრამ მსოფლიოს რუსეთზე ზეწოლა შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მართალია ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ვეთანხმები, რომ დღეისთვის საკმარისი იარაღი არ არის. სწორედ იარაღი, არა ადამიანები. ვინაიდან, ჩვენი ხალხი – ეს მთავარია, უმთავრესია. მაგრამ იმის თქმა, რომ ჯარი არ გვყავს – ეს სიმართლე არაა…
ასე რომ, ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის იარაღით დასაბრუნებლად”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებობს სასანქციო, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის შესაძლებლობები, “რათა ვილაპარაკოთ ამაზე, განვიხილოთ ტერიტორიული საკითხები, მაგრამ მხოლოდ სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ”.