სამეგრელოში, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს

სამეგრელოში, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლი ფარგლებში, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ფორმულამ” გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნაცემი ბავშვები რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში იყო ჩაკეტილი, შემდეგ კი გაიქცა და დახმარება ნათესავს სთხოვა. როგორც “ფორმულაში” ამბობენ, ის ძალადობაში დედასა და ბებიას ადანაშაულებს.
“ფორმულა” ესაუბრა ბავშვის მამასა და ბებიას მამის მხრიდან, რომლებიც ემიგრანტები არიან. ისინი მოძალადეების დასჯას მოითხოვენ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მათ ბავშვთან კომუნიკაცია შეზღუდული ჰქონდათ.
ტელეკომპანის ინფორმაციით, ბავშვი ამჟამად ნათესავთან, უსაფრთხო გარემოში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია