შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე მადლობა გადაუხადა აპარატის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და საკანონმდებლო ინსტიტუტის ერთგულებისთვის.
„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი აპარატის თანამშრომლებს, თქვენი განსაკუთრებული ღვაწლისთვის არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის თანამშრომლებს, საკანონმდებლო ორგანოში 25-წლიანი სამსახურისთვის, ჯილდოები გადასცა.
ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცა პარლამენტის 16 კომიტეტის აპარატს და 11 დეპარტამენტს.
„2024 წელს განსაკუთრებულად ვხვდებით. წელს, როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტი იყო ქვეყნის განვითარების ეპიცენტრში. ჩვენ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვქონდა, რაც გულისხმობს ყოველი თქვენგანის დატვირთვას. 65 პლენარული სხდომა ჩატარდა, 600-ზე მეტი კანონი მივიღეთ, საიდანაც 100-ზე მეტი ეძღვნებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას. სხვადასხვა კომიტეტმა 400-ზე მეტი სხდომა ჩაატარა, 17 000-ზე მეტი წერილი შემოვიდა პარლამენტში და ამ ყველა რიცხვის უკან დგახართ თითოეული თქვენგანი, პარლამენტის თანამშრომლები, ვინც უზრუნველყოფთ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას, ყველა მისი განზომილებით. საბოლოო ჯამში, ეს ყველა საქმე გვირგვინდება იმ წარმატებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე აღწევს. თქვენი დამსახურებაა, რომ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, შეუფერხებლად იმუშაოს, ტექნიკურიდან შინაარსობრივი საკითხების ჩათვლით. იყოს იმდენად აწყობილი, რომ შესაბამისი ხარისხის შედეგები დადოს და აქედან გამომდინარე, გვაქვს ჩვენ ის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მივაღწიეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება პარლამენტის სასახლეში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ