მოსკოვის “ლოკომოტივმა” მარადიშვილი იჯარით გაუშვა

ადრე რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის “ლოკომოტივის” 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა და “ჯვაროსნების” რიგებში იასპარეზებდა, რაც ჯერჯერობით არ დადასტურდა. მან დღეს კლუბი გამოიცვალა.
2021 წელს ცსკა-სგან 7 მილიონ ევროდ შეძენილი მარადიშვილი “ლოკომოტივმა” სეზონის ბოლომდე იჯარით “პარი ნიჟნი ნოვგოროდში” გაუშვა.
“ჩვენს გუნდში მარადიშვილი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ხუთიანზე იქნება”, – დაწერა “პარი ნიჟნი ნოვგოროდის” გენერალურმა დირექტორმა დავიდ მელიკ-გუსეინოვმა ტელეგრამ-არხზე.
ამ სეზონში მარადიშვილმა 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში