ხედავთ, რა ზუსტი ტერმინი გამოიყენეთ – “მესამე სეზონია, რაც გამოდიანო” – დიახ, ეს სპექტაკლი, რომელიც უცხოური დაფინანსებით, წაქეზებით და ხელმძღვანელობით საქართველოში ხორციელდება, სეზონებად აქვთ ქცეული – ზოგიერთის ქცევას რომ ვუყურებ, მათ თავი, მგონი, კინოში ჰგონიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში აქციების ერთი და იგივე სცენარი მიმდინარეობს.
“ხედავთ, რა ზუსტი ტერმინი გამოიყენეთ – “მესამე სეზონია, რაც გამოდიანო”. დიახ, ეს სპექტაკლი, რომელიც უცხოური დაფინანსებით, წაქეზებით და ხელმძღვანელობით საქართველოში ხორციელდება, ყალბი საფუძვლებით, ეს სპექტაკლი ზუსტადაც, რომ სეზონებად აქვთ ქცეული. ზოგიერთის ქცევას რომ ვუყურებ, მათ თავი, მე მგონი, კინოში ჰგონიათ. მათ 2022 წლის თებერვალსაც თავი კინოში ეგონათ, პარლამენტის წინ მდგომ ახალგაზრდა თუ ასაკოვან ადამიანებს. ჩემი კაბინეტიდან შეძახილები ისმოდა. კერძოდ, რომ მეომრები უკრაინაში გაგვეგზავნა და ესკალაციაში რუსეთთან შევსულიყავით. მართლა ის ბომბების წვიმა რომ წამოვიდოდა, ქალბატონ ლომჯარიას საქართველოზე რომ უნდოდა, მერე როგორ ხასიათზე დადგებოდა? მერე დარბაზიდან კი ვერ გავიდოდნენ და ტელევიზორს კი ვერ გათიშავდნენ! – ეს ბომბების ცვენა მათზე წავიდოდა. ისინი იქნებოდნენ, ვინც მერე თავის ახლობლებს დაიტირებდნენ ან მათ დაიტირებდნენ მერე მათი ახლობლები.
მათ შორის სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ გარკვეულ პროცესებს, რომელიც ერთი-ერთში [საქართველოს] ჰგავს. აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია და მისი გარემოცვა საუბრობს, რომ ეს არის ერთი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მიდის და ზუსტად სეზონებით მიდის. ეს არის პრობლემა.
რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, ჩამოყალიბდნენ: ან მთავრობა არის და უნდა გადადგეს, ან თუ მთავრობა არ არის, საიდან უნდა გადადგეს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით არასერიოზული დამოკიდებულებაა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
