მოსკოვის მახლობლად რუსი გენერალი ააფეთქეს

რუსეთის სახელმწიფო მედია საგამოძიებო კომიტეტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალ-ლეიტენანტი მოსკალიკი მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სახლთან გაჩერებულ ავტომობილ „ფოლსკსვაგენ გოლფში“ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მკვლელობის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით.
2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
2025 წლის თებერვალში მოსკოვში ააფეთქეს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი არმენ სარქისიანი, იგივე არმენ გორლოვსკი, რომელსაც ადანაშაულებდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ხელშეწყობაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია