BBC – მოსკოვის ოლქში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დაიღუპა

მოსკოვის ოლქში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი ქალაქ ბალაშიხაში, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, აფეთქება გენერალ იაროსლავ მოსკალიკის სახლთან მოხდა.
ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ იაროსლავ მოსკალიკის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია