აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2024 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
დოკუმენტი ითვალისწინებს 886,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დაზვერვის სამსახურების სპეციალიზებულ პროგრამებზე. თანხა გასულ წელთან შედარებით 28 მილიარდი დოლარით მეტია.
ბიუჯეტში შედის უკრაინის დახმარება 800 მილიონი დოლარის ოდენობით,. პარალელურად იგეგმება კიევისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრება.
ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს 14,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას „ჩინეთის შეკავების“ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, კერძოდ, ტაივანისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებას, სამხედრო პერსონალის მომზადებას და სამხედრო წვრთნების მასშტაბისა და სიხშირის გაზრდას. ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სივრცეებში.